სასუქის ტიპები ბალახისათვის

 

გრანულირებული სასუქები.

გრანულირებული სასუქები ყველაზე ფართოთ გამოიყენება ბალახის გამოსაკვებად, ვინაიდან შეიცავს ყველა იმ საჭირო მიკრო და მაკრო ელემენტს, რომელიც აუცილებელია ბალახის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის და ამავ დროს ძალინ მარტივია მოხმარებაში. აღნიშნული ტიპის სასუქის მიწოდების შემდეგ, აუცილებელი ბალახის უხვად მორწყვა, რათა თავიდან ავიცილოთ მცენარის ქიმიური დამწვრობა!!!

თხევადი სასუქები.

თხევადი სასუქები ძალიან მრავლადაა წარმოდგენილი ბაზარზე, ისინი ხასიათდებიან სწრაფი, თუმცა ხანმოკლე ეფექტით  და საჭირო ხდება მათი მიწოდება მცენარისათვის მოკლე ინტერვალებით, საუკეთესო შედეგს იძლევა  ბალახის გამოკვება თხევადი სასუქით ყოველი კრეჭვის შემდეგ, რა დროსაც ბალახს ძალიან დიდი სტრესი ადგება ფიზიკური ზემოქმედების შედეგად.

კრისტალური სასუქები.

აღნიშნული ტიპის სასუქების მოქმედების მექანიზმი იგივეა რაც თხევადი სასუქებისა, იმ განსხვავებით რომ თხევადი სასუქი უკვე მზა წყალხსნარია, ხოლო კრისტალურის შემთხვევაში საჭირო ხდება მისი წინასწარ გახსნა წყალში და გარკვეული შემცველობის (ძირიდად შემთხევებში 0,5%-იანი) წყალხსნარის დამზადება.

და ყველაზე მთავარი!!!

იმის მიუხედავად თუ რომელი სახეობის სასუქს შეარჩევთ თქვენი მწვანე მოლისათვის, მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს მის შემცველობაზე, ბალახისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია აზოტისა და ფოსფორის შემცველი სასუქის მიწოდება,  რაც როგორც ფესვთა სისტემის განვითარებას, ასევე მის ხასხასა მწვანე ფერს უზრუნველყობს!!!

გაუზიარე მეგობრებს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Shopping Cart