path, bench, trees-6641297.jpg

გინდა ლამაზი გაზონი?-ეს აუცილებლად უნდა იცოდე

 

გაზონის მოწყობა არის ერთგვარი ფინალური აკორდი გამწვანებისა სახლში თუ აგარაკზე.  ლანდშაპტური დიზაინის ესოდენ მნიშვნელოვანი ელემენტის ღირსებებზე, როგორიც არის დეკორატიული ბალახის საფარი, შეიძლება ვისაუბროთ უსასრულოდ.   სწორად დაგეგმარებული გაზონი, აერთიანებს ერთმანეთში ბაღის სხვადასხვა ელემენტებს და წარმოაჩენს  ტერიტორიას უფრო ნათელს და გაშლილს, ამავდროულად ბალახი შთანთქავს მტვრის ნაწილაკებს, ატენიანებს ჰაერს და ამდიდრებს მას ჟანგბადით.  გარდა ამისა, ზურმუხტისფერი-მწვანე შეფერილობა სიამოვნებას ანიჭებს თვალებს, ხოლო არომატი რომელის სუფევს გარემოში ადუნებს და ასვენებს ნერვულ სისტემას. 

ქვევით გაეცნობით თუ როგორ უნდა მოხდეს გაზონის თიბვა!

საქვეყნოდ ცნობილია  იდეალური ინგლისური მდელოები, რომელთა პატრონებს ასწლეულები დასჭირდათ აღნიშნული შედეგის მისაღებად, მაგრამ დღეს უკვე გაცილებით მარტივია ულამაზესი გაზონის ქონა,  რომელიც ასევე გამოგადგებათ პიკნიკებისთვის და ბავშვების სათამაშო მოედნად,   ამისათვის საკმარისია  სწორად შერჩეული თესლის სწორად დათესვა და მოვლა, რის შემდეგადაც 2-3 თვეში მიიღებთ ულამაზეს გაზონს, ხოლო თუკი ეს დროც ბევრია თქვენთვის, შეგიძლიათ შეიძინოთ და დააგოთ რულონური გაზონი, რომელზეც სიარული უკვე 2-3 კვირაშია შესაძლებელი.

устройство газонов ценаიყო დრო, როდესაც რულონური  გაზონის შეძენა/დაგება ითვლებოდა ეგზოტიკურ საქმედ და ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ერთეულებისათვის, დღეს კი არანაირ პრობლემას არწარმოადგენს მწვანე გაზონი ერთ დღეში, მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ რაც არ უნდა მაღალი ხარისხის გაზონი დააგოთ, იგი აუცილებლად გაველურდება და გადაგვარდება ძალიან მალე, თუკი პერიოდულად არ  ჩავატარებთ დროულ და სწორ თიბვას.

როგორ ხდება სწორი თიბვა?

რულონურ გაზონს ჭირდება რეგულარული მოვლა, ამავდროულად გასათვალისწინებელია მოქმედებების გარკვეული თანმივდევრობა და აგროტექნიკური უნარების სწორად გამოყენება. ისევე როგორც ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა, გაზონის ბალახიც  საჭიროებს მორწყვას და მინერალურ კვებას, მაგრამ ეს არაა საკმარისი!!!  ლამაზი და ჯანმრთელი გაზონის ბალახის მისაღებად, საჭიროა მისი პერიოდულად თიბვა, რომლის შესრულების ხარისხიც პირდაპირპროპორციულია გაზონის სილამაზესთან.

გაზონის მოვლა

რისთვისაა საჭირო თიბვა?

  • стричь газонბალახის დროულად თიბვის შემთხვევაში, ხანგრძლივდება მისი ვეგეტაციის პერიოდი, ძლიერდება ფესვთა სისტემა და ჩქარდება მწვანე მასის ზრდა.
  • სწორი თიბვა ახანგრძლივებს გაზონის სიცოცხლისუნარიანობას, სწორად ფორმირდება ბალახის საფარველი და იზრდება დეკორატიულობის ხარისხი.
  • ამასთანავე დროული თიბვა, ხელს უშლის სარეველების განვითარებას და ნორმალურ ზრდას, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს მათ განადგურებას.

როგორ გავთიბოთ ბალახი: ძირითადი წესები

  1. თეორიულად გაზონის თიბვა ბევრი სხვადასხვა საშუალებით შეიძლება, მაგრამ მხოლოდ სპეციალური გაზონის საკრეჭით არის შესაძლებელი რეალური შედეგის მიღება.
  2. არ შეიძლება თიბვა უშუალოდ წვიმის ან მოწყვის შემდეგ, ასევე შუადღისით, ვინაიდან ბალახი, რომელიც ისედაც დაუძლურებულია მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით, თიბვის შემთხვევაში განიცდის დამატებით სტრესს. საუკეთესო დრო თიბვისათვის,  არის მორწყვის შემდეგი   დღის  საღამო საათები.
  3. გაზონის თიბვა აუცილებელია გარკვეული თანმივდევრობით. როგორც წესი პირველადად ითიბება, მინდვრის ორი უკიდურესი კიდის თითო მწკრივი პარალელურად.  ამის შემდეგ, აღნიშნული, უკვე გათიბული ზოლების პერპენდიკულარულად, პარალელური მიდგომით ხდება დანარჩენი მინდვრის გათიბვა. იმისათვის რომ მინდორზე არ დარჩეს მოუთიბავი ბალახი, სათიბის ბორბლებს, მოძრაობის დროს აყოლობენ უკვე გათიბული ზოლის უკიდურეს ნაწილში.
  4. იმისათვის რომ მინდორი იყოს იდეალურად სწორი, ყოველ შემდგომი თიბვის დროს,  თიბვა ხდება წინა თიბვის მიმართულების პერპენდიკულარულად.
  5. თიბვა, რომელიც აზრობრივად ტოლფასია ქირურგიული ოპერაციისა, ართმევს ბალახს დიდ ენერგიას. იმისათვის რომ შემცირდეს მიღებული სტრესი აღნიშნული პროცედურიდან, თიბვის შემდეგ აუცილებელია ბალახის მორწყვა და გამოკვება.
  6. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ნათიბი ბალახის მინდორში დატოვება. ის ნარჩენები, რომლებიც ვერ მოხვდა სათიბის რეზერვუარში, აუცილებელია თიბვის დამთავრებისთანავე შეგროვდეს ფოცხის საშუალებით და მოხდეს მათი გადატანა კომპოსტის შეგროვების ადგილზე.

როგორ უნდა გაითიბოს გაზონი პირველ ჯერზე?

косить газонზოგიერთი მებაღე, რომლებსაც პირველად აქვთ შეხება რულონურ გაზონთან, დიდი ხნის განმავლობაში ვერ წყვეტს როდის გათიბოს ბალახი, ვინაიდან ეშინია არ დააზიანოს ნორჩი მცენარე, რეალობაში კი ასეთი მიდგომა აზრს მოკლებულია, ვინაიდან ახალგაზრდა მცენარეს აქვს სწრაფი რეგენერაციის უნარი და ამიტომაც მათთვის არაა საშიში არანაირი თიბვა. მაგრამ სწრაფად გაზრდილი ბალახი, ვინაიდან ღერო საკმაოდ სუსტი აქვს სწრაფად წვება და ამ დროს მისი თიბვა გაცილებით რთულია. ამიტომ რულონური გაზონის პირველი თიბვა უნდა განხორციელდეს დაგებიდან მაქსიმუმ მე-10 დღეს. ამ ეტაპისათვის ახალგაზრდა მცენარის სიმაღლე 8-10 სმ-ს შეადგენს და მეტი ლოდინი დაუშვებელია.

პირველის თიბვის დროს, ძალიან რომ არ დავაზიანოთ ბალახი, მას აჭრიან დაახლოებით 3 სანტიმეტრიან ფენას, რისთვისაც გაზონის სათიბის დანები, უნდა აიწიოს მაქსიმალურად მაღალ პოზიციამდე. იმისათვის რომ ბალახმა გათიბვის შემდეგ შეინარჩუნოს ძალა, აუცილებელია მისი მორწყვა და მინერალური სასუქით გამოკვება.

რამდენად ხშირად უნდა მოხდეს გაზონის გათიბვა?

  • გაზონის რეგულარი თიბვა წარმოებს აპრილის  ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.
  • თიბვისას ხელმძღვანელობენ წესით-მოჭრილი ბალახი ისეთი მაღალი უნდა იყოს, რომ მისმა ფესვებმა ყლორტებიდან შეძლონ მიიღონ ყველა საჭირო ნივთიერება და იმავდროულად ისეთი მოკლე, რომ მზის სხივებმა შეაღწიოს მის ძირებთან. ამიტომ თიბვის სიხშირე დამოკიდებულია გაზონის ტიპზე, ბალახის ჯიშზე და ამინდის პირობებზე.
  • ბალახი ითიბება მისი ზრდის ტემპის შესაბამისი სიხშირით და ამ დროს უნდა ვეცადოთ, რომ მისი სიმაღლე შევინარჩუნოთ 4-6 სანტიმეტრის ფარგლებში. ამ მიზნის მისაღწევად ზაფხულის ბოლოს და ადრეულ შემოდგომაზე საკმარისია კვირაში ერთი თიბვის ჩატარება, რაც შეეხება მაისი-ივნისის პერიოდს, ბალახი ისე სწრაფად შეიძლება გაიზარდოს, რომ საჭირო გახდეს თიბვა ყოველ 3-4 დღეში ერთჯერ.

შესაძლო შეცდომები გაზონის თიბვის დროს:

  • Как часто нужно стричь траву?ზოგიერთი მებაღე, ეზარება რა ყოველთვის დროულად ჩაატაროს თიბვის სამუშაოები, აღმოაჩენენ რა რომ ბალახი ძალიან გაიზარდა, ცდილობენ პრობლემის სწრაფ გადაჭრას. ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება! დაუშვებელია თიბვის დროს, ერთმომენტად ბალახი დავამოკლოდ 30%-თ მეტად. მსგავსი პროცედურა მნიშვნელოვნად ასუსტებს მცენარეს და შეიძლება გახდეს მისი დაღუპვის მიზეზი.
  • სხვა მებაღეები თიბავენ გაზონს ძალიან ხშირად და ძალიან დაბალზე. ეს მიდგომაც არასწორია. არ შეიძლება ღეროები იყოს 3 სანტიმეტრზე ნაკლები! ამის გაკეთება განაკუთრებით საშიშია გვალვის დროს, ვინაიდან ძლიერ გათიბული ბალახი ვერ იტანს გადახურებას და გაუწყლოვანებას.
  • არ შეიძლება ბალახის თიბვა გვიან შემოდგომაზე, ვინაიდან ბალახი ყინვების დადგომამდე ვერ ასწრებს აღდგენას და ტემპერატურის დაცემისთანავე შეიძლება გაიყინოს.
  • ზოგჯერ თიბვის შემდეგ ბალახის ბოლოები არათანაბარია, ამის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ბალახის სველ მდგომარეობაში გათიბვა, ასევე სათიბი სანქანის დანების დაბლაგვება.
  • თუ ნაზი ყლორტები თიბვის შემდეგ ხდება უხეში და გადაიქცევა არამიმზიდველ, მყარ „ღეროებად“, ეს ნიშნავს, რომ თიბვა ხდება ძალიან იშვიათად, რაც იწვევს ბალახის ზედმეტად ზრდას და გაუხეშებას.

გაზონის მოვლის ყველა წესის დაცვით და ზემოთ ჩამოთვლილი შეცდომების არ დაშვებით, შეგიძლიათ გახდეთ ულამაზესო მდელოს მფლობელი, რომლის გარეგნობა არ ჩამოუვარდება საუკეთესო ინგლისურ გაზონებს.

 

 

 

გაუზიარე მეგობრებს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Shopping Cart