გაზონის თესვის ძირითადი პრინციპები -კარგი ხარისხის თესლი -თესლის თანაბარი განაწილება -თესლის ნიადაგთან კარგი კონტაქტი
-თანაბარი მორწყვა ავტომატიზირებული სარწყავი სისტემის დახმარებით
ნაბიჯი 1 მომზადება;
-ნიადაგის მომზადება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია
თქვენი ხასხასა გაზონის ჩამოყალიბებისთვის !!!
- საუკეთესო შედეგის მისაღწევად მიუდექით
საქმეს მთელი გულით!!!
-დახარჯეთ მეტი მეტი დრო და შედეგი
საუკეთესო იქნება.
-თუკი არსებული ფართი დაბინძურებულია სარეველათი, მოაშორეთ ხელით,
თუკი ფართი დიდია გამოიყენეთ ბალახის საჭრელი ან დაამუშავეთ ჰერბიციდით.
-გაასუფთავეთ ტერიტორია ქვებისგან და ნარჩენებისგან.
-გააფხვიერეთ და გადაასწორეთ მიწა
-საჭიროების შემთხვევაში შეიტანეთ დამატებით ნოყიერი მიწა.
-მოასწორეთ და დატკეპნეთ.
ნაბიჯი 2 თესვა;
-მოაპნიეთ თესლი თანაბრად, რაოდენობის განსასაზღვრად
ყურადღება მიქციეთ მწარმოებლის რეკომენდაციას.
-სტანდარტულად ერთ მეტრ კვადრატზე ითესება 50-70 გრ სათესლე მასალა.
-დიდი ფართობის შემთხვევაში გამოიყენეთ სპეციალური სათესი დანადგარი.
-სასურველია ჯერ მთელს ფართობზე მოაპნიოთ განსაზღვრული თესლის ნახევარი,
რაც საშუალებას მოგცემთ, მეორე ნახევრის მოპნევისას უფრო ადვილად
განსაზღვროთ სად რამდენი უნდა დაამატოთ.
თქვენ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ სპეციალური სასუქი, ნიადგაზე მოპნევის გზით
თესვის წინ ან შემდეგ, ასევე პერიოდულად მიაწოდოთ ბალახს წყალში ხსნადი მინერალური სასუქები

გაზონის თესვის ძირითადი პრინციპები