მცენარის დაავადება არის ნივთიერებათა ცვლის  ნორმალური ფუნქციის მოშლა. მას იწვევს პარაზიტი მოკროორგანიზმები ან გარემოს არახელსაყრელი პირობები. პარაზიტი შეიძლება იყოს სოკო, ბაქტერია, ვირუსი და სხვა. გარემოს არახელსაყრელ პირობებში იგულისხმება ნიადაგობრივი და კლიმატური პირობები, ასევე შხამქიმიკატების არასწორი გამოყენება. დაავადების ყველა ფორმა იწვევს მცენარის მთლიან დაკნინებას, ან მისი რომელიმე ორგანოს დაზიანებას.

    დაავადება გამომწვევი მიზეზის მიხედვით იყოფა ორ ჯგუფად:

ა)არაინფექციური დაავადება-იწვევს არახელსაყრელი გარემო ფაქტორები (მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, ტენის სიჭარბე ან უკმარისობა, საკვები ნივთირებების უკმარისობა ან სიჭარბე, შხამქიმიკატების არასწორი გამოყენება)

ბ)ინფექციური დაავადებები-იწვევს სოკოები, ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები და სხვა -დაავადება ხასიათდება შემდეგი გარეგნული ნიშნებით, ანუ სიმპტომებით: ლაქიანობა, ამ დროს მცენარის ან ფოთლის ზედაპირზე ქსოვილები კვდება, მიცელიუმით დაფარვა (ნაცარი, ლპობა) ჭკნობა, ფოთლების დახვევა.

ინფექციური დაავადებები არაინფექციურისაგან განსხვავებით გადამდებია და შეუძლია დიდი ზიანი მიიაყენოს მებაღეს.  ამიტომ აუცილებელია მისი დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი სამკურნალო ღონისძიებების გატარება.

ხილკენკროვანთა ნაყოფების ლპობას ძირითადად იწვევს სოკოები. მათგან უფრო გავრცელებულია ხეხილის ნაყოფის სიდამპლე, ვაშლის მონილიოზი, ნაყოფის შავი ფერის სიდამპლე და სხვა. მათ გავრცელებას ხელს უწყობს მაღალი ტენი და ჩახუთული პირობები.

  ნაყოფის შავი ფერის სიდამპლე აავადებს ვაშლს, მსხალს, ქლიავს, მოცხარს, ჟოლოს და სხვა. დაავადებული მაყოფი იფარება შავი ფერის ქეჩისებრ-ობისმაგვარი ფაშარი მასით. ხეხილის ნაყოფის სიდამპლე ვრცელდება ვაშლზე, მსხალზე, კომშზე. ნაყოფი ლპება ხეზე და უფრო მეტად -შენახვისას. სოკო იჭრება დაზიანებული ნაყოფის შიგნით, ნაყოფი იფარება მოყვითალო-ყავისფერი მეჭეჭებით, შემდეგ ჭკნება და შავდება.

 

  ვაშლის მონოლიოზი აავადებს მკვახე და მწიფე ნაყოფს. ნაყოფის ზედაპირზეყავისფერი ლაქები და ნაცრისფერი მეჭეჭები ვითარდება.

ფოთლებზე და ნაყოფის ზედაპირზე ლაქები შეიძლება წარმოიქმნას: სოკოვანმა, ბაქტერიულმა, ვირუსულმა დაავადებებმა, მზის რადიაციამ, ნიადაგში საკვების, ტენის სიმცირემ, მავნებლების მიერ გამოწვეულმა დაზიანებამ და სხვა. უფრო ხშირად ხეხილის ფოთოლზე და ნაყოფზე ლაქების წარმოქმნის მიზეზია ვაშლის ქეცი, ვაშლის ჟანგა, ვაშლის შავი კიბო, მსხლის  თეთრი ლაქიანობა, ვაშლის ფოთლის სილაქავე და სხვა. ლაქიანობა შეიძლება გამოიწვიოს შხამქიმიკატების არასწორმა ხმარებამ.

უფრო ხშირად ბლის და ალუბლის ნაყოფი სკდება. უფრო იშვიათად – ვაშლის, მსხლის , ქლიავის და ატმის. დაბზარულ ადგილებში სახლდება დაავადების გამომწვევი სოკოები და ნაყოფი მალე ფუჭდება.

  ვაშლის და მსხლის დასკდომას იწვევს ქეცის დაავადება. უფრო ხშირად ნაყოფის დასკდომა აღინიშნება ნიადაგის ჭარბი დატენიანებისას, მეტადრე სიმწიფის პერიოდში. ბევრი ხილის ნაყოფი სკდება შხამქიმიკატების შესხურების ზემოქმედებით და ხეხილის მატლის მიერ გამოწვეული დაზიანებით.

არ შეიძლება  ბალახის გათიბვა, უშუალოდ წვიმის ან მორწყვის შემდეგ, ვინაიდან სათიბი სველ ნიადაგზე წარმოქმნის ,,ორმოებს”  და ასევე მისი დანის პირები ვერ იჭერენ მჭიდროდ სველ ბალახს, რასაც საბოლოო ჯამში მივყავართ უსწორმასწორო გაზონის მიღებამდე

-თიბვა უნდა მოხდეს მანამ სანამ ბალახის სიმაღლე მიაღწევს 10-15 სმ

-ვინადან თიბვა ერთგვარი სტრესია ბალახისათვის,  რეკომენდირებულია ყოველი თიბვის შემდეგ  მცირე რაოდენობით აზოტით მდიდარი მინერალური სასუქის მიწოდება

temperature, thermometer, celsius-305750.jpgარ უნდა იაროთ გაზონზე, როცა ტემპერატურა +5 გრადუსზე დაბლა ეცემა. ამ დროს ბალახის ზრდა ჩერდება და მკვეთრად მცირდება ფიზიკური ზემოქმედებისგან აღდგენის უნარი. როგორც დათესილი, ასევე რულონური გაზონი  შეიძლება დაზიანდეს ძლიერი ყინვების და უეცარი დათბობის ზემოქმედებით ზამთარში

გაზონის გასუფთვება ძველი ბალახისაგან წვრილი ფოცხით, იდეალურ სიტუაციაში აუცილებელია არა მხოლოდ გაზაფხულზე და შემოდგომაზე,  არამედ ბალახის მთელი ვეგეტაციის პერიოდშიც კრეჭვის წინ თვეში ეთხელ.

ხეხილის ნარგაობებზე კორძები და ბზარები შეიძლება გამოიწვიოს დაავადებებმა.  ჩვენში კორძების და ბზარების წარმოქმნის ძირითადი მიზეზია ხეხილის კიბო, ხეხილის ღეროს ჩვეულებრივი კიბო, ფოთლის სიხუჭუჭე, კურკოვნების ბოჟი, ბურტყლა ბუგრის მიერ გამოწვეული დაავადება.

გაუზიარე მეგობრებს
Shopping Cart