გაზონის თიბვა და კრეჭა

მწვანე გაზონის გამძლეობისა და მაღალი დეკორატიულობისთვის თიბვა აუცილებელი პროცესია.

ჩვეულებრივ გაზონს (გაზონის სხვადასხვა სახეობა არსებობს) სეზონზე 5-10-ჯერ თიბავენ. თიბვა იწყება ბალახების პირველი ყვავილობიდან და მთავრდება ყინვების დადგომამდე 30 დღით ადრე, რათა ბალახმა საკვები ნივთიერებების მომარაგება მოასწროს.
ბალახი 3-5 სმ სიმაღლეზე ითიბება. ხოლო თუ ახალგაზრდაა – მხოლოდ მას შემდეგ, რაც 15-20 სმ მაინც მიაღწევს.
იმისთვის, რომ ყვავილები არ დააზიანოთ, ყვავილებს შორის გაზონების გასათიბად ბალახის ელექტრო სათიბელა დაგჭირდებათ.

თუ გსურთ, რომ ხშირი ბალახი გაიზარდიოს და გაზონი ადგილ-ადგილ არ „გამელოტდეს“, კრეჭის დროს შემდეგი რეკომენდაციები გაითვალისწინეთ:

  • კრეჭა მშრალ ამინდში ჩაატარეთ. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ბალახი ძალიან გაიზარდა, მოთიბეთ დილაადრიან, როცა უხვად არის დანამული.
  • ბალახის ზრდის მიმართულება დამოკიდებულია თიბვის მიმართულებაზე. ყოველი მომდევნო წმენდის დროს შეცვალეთ გაზონის საკრეჭის მიმართულება, რათა „მწვანე ხალიჩა“ თანაბარი და რბილი იყოს. ასევე, ეს დაიცავს მწვანე საფარს „ცარიელი“ ზონებისგან, რომლებიც ქვედა ფენებში იმის გამო ჩნდება, რომ იქ მზის სინათლე ცუდად აღწევს;
  • გაკრეჭილი ან მოთიბული ბალახი შეგიძლიათ მოაგროვოთ და კომპოსტი დაამზადოთ, რაც ეფექტიანი ორგანული სასუქია ნიადაგის ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად.

 

გაუზიარე მეგობრებს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Shopping Cart