drip, grass, raindrops-1331703.jpg

გაზონის მორწყვა-ძირითადი პრინციპები

ზაფხულში გაზონის რეგულარული მორწყვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კვირის მანძილზე 1მ2 გაზონი საჭიროებს 25 ლიტრ წყალს (ბუნებრივი ნალექის ჩათვლით).
თუ გვალვის დროს არ მოხდა გაზონის ზომიერი მორწყვა, ეს გამოიწვევს მის გადახურებას, ბალახი მიიღებს მოყვითალო შეფერილობას, ხოლო მორწყვის შემდეგ ისევ დაიბრუნებს მწვანე ფერს. თანაბარი და დროული მორწყვისათვის სასურველია გამოიყენოთ ავტომატიზირებული სარწყავი სისტემები. შეეცადეთ არ დაუშვათ გაზონზე ზედმეტი წყლის დაგროვება. ზედმეტი მორწყვა ისევე საზიანოა გაზონისათვის, როგორც არასაკმარისი მორწყვა. წყლით გაჯერებული ნიადაგი ხელს უშლის ფესვების აირაციას. მოსარწყავად საუკეთესო დრო არის დილა და საღამო. ცხელ ამინდში, შუადღის მორწყვის შემთხვევაში, წყალი სწრაფად ორთქლდება და ნიადაგი ვერ ასწრებს მის შეწოვას. დაუშვებელია საღამოს მოვრწყვა ისეთი ადგილებში, სადაც ბალახი იზრდება ჩრდილში, ეს იწვევს სოკოვანი დაავადებების წარმოქმნას და გაზონის დაზიანებას.
არ არის რეკომენდირებული პატარა დოზებით გაზონის ხშირი მორწყვა, ეს განაპირობებს ფესვების მხოლოდ ზედაპირულ განვითარებას და არა ნიადაგის სიღრმეში.
დაგვიკავშირდით, თქვენი ეზოს გამწვანებაზე პროფესიონალები იზრუნებენ!

გაუზიარე მეგობრებს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Shopping Cart
Scroll to Top
0

Subtotal