path, bench, trees-6641297.jpg

როგორ შევქმნათ ედემის ბაღი

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ბაღის დიზაინი ისე, რომ ის მართლაც ზეციურად გამოიყურებოდეს!!!

  ეს ძალიან მარტივია ერთი შეხედვით: დარგეთ თქვენი საყვარელი მცენარეები, ხეები და ბუჩქები – და დაელოდეთ ყვავილობას. თუმცა,  მოყვარული მებაღეები ხშირად ცდებიან და ამიტომ, ედემის ბაღის ნაცვლად ღებულობენ ქაოსს…

დიზაინი:

პირველი და ყველაზე დიდი შეცდომა არის საკითხისათვის არაკომპლექსური მიდგომა, ყველაზე ხშირად  მცენარეებს სპონტანურად რგავენ: ნახავენ ულამაზეს ყვავილს ბაზარზე, იყიდიან და დარგავენ იქ, სადაც არის თავისუფალი ადგილი. კიდევ ერთი ვარიანტი: შეიძენენ მიწის ნაკვეთს, ყურადღებას გაამახვილებენ მხოლოდ სახლის აშენებაზე და კომუნიკაციების დაგეგმარებაზე, ეზოს მოწყობაზე კი წინასწარ განსაზღვრული ხედვა არ აქვთ.

 

გაიხედე მომავალში:

მცენარეების დარგვისას ხშირად არ არის გათვალისწინებული სივრცისა და დროის ურთიერთკავშირი. აუცილებლად შეხედეთ საკითხს გლობალურად, როგორი იქნება თქვენი ბაღი 5-10 წლის შემდეგ. მაგ: ღობესთან ჩარგული დიდი ზომის ხეები დააზიანებენ მას,  მაგრამ  ფანჯრების წინ ბუჩქოვანი კულტურების  გაშენება, დაგიცავთ შუადღის სიცხისგან და მიიღებთ ულამაზეს ხედს.

არასწორი პირობები ზრდისთვის

გამოუცდელ მებაღეებს ავიწყდებათ, რომ თითოეულ მცენარეს სიცოცხლისთვის საკუთარი პირობები სჭირდება, ტერიტორიის პროექტირება გულისხმობს არა მხოლოდ დაგეგმვის მოხერხებულობას, ტექსტურებისა და ჩრდილების კომბინაციას, არამედ ჯიშების სწორად შერჩევას, რომლებიც წარმატებით გაიზრდება მათ გამოყოფილ ადგილას. ყურადღება მიაქციეთ ტერიტორიის განათებას და ტენიანობას, გაითვალისწინეთ არსებული კომუნიკაციები და ხედი სხვადასხვა წერტილიდან. მცენარეების დარგვამდე აუცილებელია ადგილის გასწორება ისე, რომ მოსახერხებელი იყოს სიარული და  საჭიროების შემთხვევაში თვითეულ ნერგთან სამუშოების ჩატარების შესაძლებლობა. 

მცენარეთა წარუმატებელი კომბინაცია

სიმაღლის, ყვავილობის დროის და მცენარეების ჩრდილების არასწორი კომბინაცია გააფუჭებს საერთო სურათს.  თქვენ უნდა აირჩიოთ სხვადასხვა ყვავილობის პერიოდის ჯიშები და დარგოთ ისინი ისე, რომ მათ  ერთმანეთი  არ გადაფარონ. შეაგროვეთ მცენარეების ფოტოები, რომლებიც მოგწონთ და ნახეთ, როგორ უხდებიან ერთმანეთს.

არასასიამოვნო პირობები მცენარეებისთვის

კიდევ ერთი შეცდომაა იმ პირობების დარღვევა, რაც მცენარეებს სჭირდებათ სიცოცხლისთვის. ახალი მცენარეებს არ აქვთ სრულფასოვანი ფესვთა სისტემა,  მათ ესხმიან მავნებლები და უჩნდებათ  დაავადებები, ფოთლები ფერმკრთალდება, მოსავალი არ არის – სტიქიების სია გრძელდება. აშკარაა, რომ მცენარეები დასუსტებულია. შეისწავლეთ კონკრეტული ჯიშის მოვლის თავისებურებები: მორწყვა, განათება, ნიადაგის შემადგენლობა,  კლიმატი. დარგვამდე მოამზადეთ შესაფერისი ნიადაგი და სასუქი.  ერთი ოჯახის მცენარეები არ უნდა განთავსდეს ერთმანეთის გვერდით, რადგან ისინი მიდრეკილნი არიან ერთი და იგივე დაავადებების მიმართ. ცხენის წაბლი, ნაძვი წარმოქმნიან  ორგანულ ნივთიერებებს, რომლებიც არ აზიანებენ ადამიანებს და ცხოველებს, მაგრამ აფერხებენ ვაშლისა და მსხლის ხეების ზრდას. თუ ხეხილის ბაღი გინდა, იქვე დარგე ვერხვი, ნეკერჩხალი, მუხა, ცაცხვი ან არყი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მცენარეების დამუშავება ცხელ ამინდში არაა მიზანშეწონილი. მაღალი ტემპერატურისა და მზის პირდაპირი სხივების კომბინაცია იწვევს მცენარეების გამოშრობას. ამიტომ მზიან ამინდში არ შეიძლება მორწყვა, შესხურება, გამოკვება, გათხრა და გადარგვა. საჭირო სამუშაოები ტარდება დილით ან საღამოს. ასევე გავრცელებული შეცდომაა  შენობებისა და ბაღის გადაწყვეტილებების სტილისტური შეუსაბამობა.

ყველაზე გავრცელებული სტილისტური ტენდენციები ბაღისთვის მინიმალიზმია. მოიძიეთ ბევრი ფოტო ინტერნეტში,  მიაქციეთ ყურადღება დეტალებს და შექმენით ბაღი, რომლითაც თქვენს კარგის მსურველებს სასიამოვნოდ გააოცებთ.

გაუზიარე მეგობრებს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Shopping Cart
Scroll to Top
0

Subtotal